წესები და პირობები
შპს კიკეა
საიდენტიფიკაციო: 406514240
მის: ბერი გაბრიელ სალოსის 54
ტელ: 555 279 275
მოგესალმებით „კიკეას“ ვებგვერდზე. ვებგვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ მომსახურების პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ.
1. ზოგადი ინფორმაცია
„კიკეა“ წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას, რომელიც ყიდის საბავშვო ველოსიპედებს, სკუტერებს, როლიკებსა და სხვა პროდუქტებს. ვებგვერდზე შეკვეთის განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება მომსახურების პირობებს.
2. ჩვენ ვცდილობთ
ჩვენ ვცდილობთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია იყოს ზუსტი და განახლებული. თუმცა შესაძელებელია ტექნიკური გაუმართაობის გამო გარკვეული ინფორმაცია არასწორად იყოს გადმოცემული, თუმცა მომსახურების გაწევამდე თქვენ ამის შესახებ იქნებით ინფორმირებული.
3. შეკვეთის გაფორმება
შეკვეთა ითვლება მიღებულად მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მიიღებს დადასტურებას ტელეფონის, SMS-ის, ელფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით. „კიკეა“ უფლებას იტოვებს უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე, თუ:
- პროდუქტი აღარ არის მარაგში;
- მითითებულია არასწორი ინფორმაცია;
- არსებობს ტექნიკური ხარვეზი;
- შეკვეთა საეჭვოა ან შეიცავს არაზუსტ მონაცემებს.
4. გადახდა
გადახდა შესაძლებელია ვებგვერდზე მითითებული მეთოდებით. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს სწორი და სრული ინფორმაცია გადახდის პროცესში.
5. მიწოდების პირობები და ვადები
მიწოდების პირობები და ვადები შესაძლოა განსხვავდებოდეს მდებარეობისა და პროდუქტის მიხედვით. დაგვიანება, რომელიც გამოწვეულია საკურიერო კომპანიის ან ფორსმაჟორული სიტუაციებით, არ წარმოადგენს „კიკეას“ პასუხისმგებლობას.
6. დაბრუნება და გაცვლა
მომხმარებელს უფლება აქვს პროდუქტის მიღებიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში მოითხოვოს დაბრუნება ან გაცვლა, თუ:
- პროდუქტი დაზიანებულია;
- მიღებულია არასწორი ნივთი;
- პროდუქტს აქვს ქარხნული დეფექტი.
დაბრუნებული პროდუქტი უნდა იყოს გამოუყენებელი და პირვანდელ მდგომარეობაში. ჰიგიენური ან ინდივიდუალური გამოყენების ზოგიერთი პროდუქტი შესაძლოა დაბრუნებას არ ექვემდებარებოდეს.
7. მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი ვალდებულია:
- მიუთითოს სწორი ინფორმაცია;
- არ გამოიყენოს ვებგვერდი უკანონო მიზნებისთვის;
- არ დააზიანოს ვებგვერდის ფუნქციონირება.
8. ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდზე განთავსებული ტექსტები, ფოტოები, ლოგო და დიზაინი წარმოადგენს „კიკეას“ საკუთრებას და მათი გამოყენება აკრძალულია წინასწარი ნებართვის გარეშე.
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
„კიკეა“ არ არის პასუხისმგებელი:
- ვებგვერდის დროებით შეფერხებაზე;
- მესამე მხარის სერვისების გაუმართაობაზე;
- მომხმარებლის მიერ არასწორად გამოყენებულ პროდუქტზე.
10. პირობების ცვლილება
„კიკეა“ უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს განაახლოს მომსახურების პირობები. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
11. საკონტაქტო ინფორმაცია
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ელფოსტა:
ტელეფონი: 555 279 275